ქალთა გრან პრის დასკვნითი VI ეტაპი

6 მაისს, ავსტრიის ქალაქ გროსლობმინგში, სტარტი აიღო მსოფლიოს ქალთა გრან პრის დასკვნითმა VI ეტაპმა.

ქალთა შორის გრან პრის სერია ჭადრაკში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა და მასში მსოფლიოს 20 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირზე თითოეული პარტია უმნიშვნელოვანესია საბოლოო შედეგისთვის.

ღონისძიების პირველი ტური 6 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.

ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკე ქალები:

  • ჟუ ვინერი (ჩინეთი; 2541)
  • თან ჟონგი (ჩინეთი; 2536)
  • ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2526)
  • ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2509)
  • მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2494)
  • ალეკსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2479)
  • ვაიშალი რამეშბაბუ (ინდოეთი; 2475)
  • ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2430)
  • ოლგა ბადელკა (ავსტრია; 2426)
  • ნურგულ სალიმოვა (ბულგარეთი)

გრან პრის ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ექვს ტურნირს, თითოეულში 10 მონაწილით. ყველა მოთამაშე მინიმუმ 3 ეტაპზე ასპარეზობს, სადაც ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით.

სერიის დასასრულს, ორი საუკეთესო მოჭადრაკე 2026 წლის ფიდეს კანდიდატთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გამარჯვებული კანდიდატთა ტურნირში მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.