საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციასთან პარტნიორობით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,14-24 აგვისტოს, თბილისში, ქალთა გრან-პრის 2024-2025 წლის გათამაშებას მასპინძლობს.
ქალთა გრან პრის პირველი ეტაპის გახსნის საზეიმო ცერემონია სასტუმრო ‘ბილტმორში’ გაიმართა.
გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის — ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის და ქალთა ჭადრაკში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება.
გრან-პრის სერია ორი წელი გრძელდება და მის ფარგლებში ექვსი ტურნირი ტარდება, თითოეულში 10 მოჭადრაკის მონაწილეობით.
I ეტაპის ტურნირის მონაწილეები:
- ნანა ძაგნიძე (საქართველო)
- ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)
- ანა მუზიჩუკი (უკრაინა)
- მარიამ მუზიჩუკი (უკრაინა)
- სარასადატ ხადემალშარიეჰი (ესპანეთი)
- რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი)
- ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი)
- ბიბისარა ასაუბაიევა (ყაზახეთი)
- სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი)
- ალეკსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია)
გრან-პრის ტურნირებში დაგროვილ ქულათა საერთო ჯამით ორი საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს მონაწილეობის უფლებას 2026 წელს დაგეგმილ ფიდეს კანდიდატთა ტურნირში ქალთა შორის, სადაც გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.