4-9 აგვისტოს, ამბროლაურში, საჭადრაკო ფესტივალი “რაჭა 2024” გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა სხვადასხვა კატეგორიებში:
- 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ღია კატეგორია
ყველა კატეგორია გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და საერთო საპრიზო ფონდი 11 800 ლარს შეადგენდა.
შეჯიბრში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 150-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
აჭარიდან ასპარეზობდა 2 სპორტსმენი:
- გოგუაძე სანდრო (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- გოგუაძე მარიამ (10 წლამდე გოგონათა შორის)
აღსანიშნავია, რომ 10 წლამდე გოგონათა შორის 7-დან 8 ქულით გამარჯვებული მარიამ გოგოუაძე გახდა! სანდრომ კი 7-დან 5.5 ქულა დააგროვა და 10 წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი დაიკავა.