საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-24 აპრილს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმაღლესი ლიგა გაიმართება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
- ითვლება ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში საქართველოს მაშტაბით 164 მოწადრაკე ასპარეზობს, ხოლო აჭარის სახელით 9 სპორტსმენია წარმოდგენილი:
- ლულუ დიასამიძე (18 წლამდე გოგონათა შორის)
- ლიზი ვასაძე (18 წლამდე გოგონათა შორის)
- გიორგი ჭანტურია (18 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- მარიამ კალანდაძე (14 წლამდე გოგონათა შორის)
- ალექსანდრე ვასაძე (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სანდრო გოგუაძე (14 წლადმე ჭაბუკთა შორის)
- მარიამ გოგუაძე (10 წლამდე გოგონათა შორის)
- ილია აბულაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ალექსანდრე კალანდაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
ღონისძიების პირველი ტური 16 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება.