სტარტი აიღო საქართველოს 33-ე ჩემპიონატმა 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-24 აპრილს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმაღლესი ლიგა გაიმართება.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • ითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში საქართველოს მაშტაბით 164 მოწადრაკე ასპარეზობს, ხოლო აჭარის სახელით 9 სპორტსმენია წარმოდგენილი:

  1. ლულუ დიასამიძე (18 წლამდე გოგონათა შორის)
  2. ლიზი ვასაძე (18 წლამდე გოგონათა შორის)
  3. გიორგი ჭანტურია (18 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  4. მარიამ კალანდაძე (14 წლამდე გოგონათა შორის)
  5. ალექსანდრე ვასაძე (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  6. სანდრო გოგუაძე (14 წლადმე ჭაბუკთა შორის)
  7. მარიამ გოგუაძე (10 წლამდე გოგონათა შორის)
  8. ილია აბულაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  9. ალექსანდრე კალანდაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)

ღონისძიების პირველი ტური 16 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება.