საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1-3 მაისს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში ”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2024″ გაიმართება.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი;
ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ
დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება
განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.
სათამაშო წესები:
დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.
ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
ღია და ქალთა ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი;
ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე
(სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ხოლო, 18 წლამდე ასაკის
მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა –
https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.
მონაწილეებმა ტურნირზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/hY18RzcZTDUniaS67
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 აპრილი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
ტურნირების განრიგი:
დაჯილდოება:
ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასით, მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
საპრიზო ფონდი:
ღია და ქალთა ტურნირების ფულადი პრიზი – 7300 ლარი:
საერთო წესები:
ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია
წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი,
რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი