საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 10-15 მარტს, ქ. ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ში, საქართველოს ჩემპიონატი U8;U10; U12; დასავლეთ ზონის პირველი ლიგა გაიმართება.
მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 8 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 10 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 12 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე,
შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/TXo3vkvDEFoH2JUy5
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 8 მარტი 18:00 სათი.
ელ-ფოსტა –
ითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 30 ლარი.
ა(ა)იპ ფოთის საჭადრაკო კლუბი ნანა.
სს “საქართველოს ბანკი”, საბანკო ანგარიში: GE16BG0000000588967256
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 10 მარტი | |
I ტურის კენჭისყრა | 11 მარტი | 12:00 |
გახსნა | 11 მარტი | 14:45 |
I ტური | 11 მარტი | 15:00 |
II ტური | 12 მარტი | 12:30 |
III ტური | 12 მარტი | 15:00 |
IV ტური | 13 მარტი | 15:00 |
V ტური | 14 მარტი | 12:30 |
VI ტური | 14 მარტი | 15:00 |
VII ტური | 15 მარტი | 15:00 |
დახურვა | 15 მარტი | 17:30 |
გამარჯვებულები:
- 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
- თითოეულ ტურნირში 1–5 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის
უმაღლესი ლიგის საგზურებს. - 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:
8 წლამდე – III თანრიგი, 10 წლამდე – II თანრიგი, 12 წლამდე – I თანრიგი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – გოჩა ჩაჩუა.