საქართველოს ქალთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-18 თებერვალს, ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართება.

ტურნირი ჩატარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის, სადაც დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  • საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატზე 1-3 პრიზიორებს;
  • საქართველოს 2023 წლის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
  • საქართველოს ქალთა მე-81 ჩემპიონატის I ლიგაში 1-3 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
  • უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით.

ტურნირის მონაწილენი:

  1. ბელა ხოტენაშვილი
  2. მერი არაბიძე
  3. ნინო ბაციაშვილი
  4. ლელა ჯავახიშვილი
  5. სალომე მელია
  6. კესარია მგელაძე
  7. დიანა ლომაია
  8. ნია დონღვანი
  9. ანასტასია კირთაძე
  10. მარიამ ცეცხლაძე

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში აჭარას 4 სპორტსმენი წარმოადგენს: ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე.

ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
ტექნიკური შეხვედრა8 თებერვალი15:00
გახსნა9 თებერვალი14:45
I ტური9 თებერვალი15:00
II ტური10 თებერვალი15:00
III ტური 11 თებერვალი15:00
IV ტური12 თებერვალი15:00
V ტური13 თებერვალი15:00
დასვენების დღე14 თებერვალი
VI ტური15 თებერვალი15:00
VII ტური16 თებერვალი15:00
VIII ტური17 თებერვალი15:00
IX ტური18 თებერვალი15:00
დახურვა18 თებერვალი 19:00

გამარჯვებულნი:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
  • I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2024 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, ასევე, დაიშვებიან 2025 წლის საქართველოს ქალთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

დაჯილდოება:

  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა დადიპლომებით;
  • 1-8 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით

საპრიზო ფონდი: 30 000 ლარი.

ადგილიპრიზი
110 000 ლარი
27 500 ლარი
35 000 ლარი
43 000 ლარი
52 000 ლარი
61 200 ლარი
7800 ლარი
8500 ლარი

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მტავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი