12 იანვარს მონტე-კარლოში სტარტი აიღო ევროპის ქალთა ჩემპიონატმა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
საუკეთესო ტიტულისთვის ერთმანეთს 26 ევროპული ქვეყნის 118 მოჭადრაკე დაუპირისპირდება.
ასპარეზობაზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ:
- ბელა ხოტენაშვილი (2395);
- ლელა ჯავახიშვილი (2346);
- ნინო ბაციაშვილი (2318);
- ინგა ჭარხალაშვილი (2212);
- სოფიო გვეტაძე (2179);
- ინგა ხურცილავა (2157).
ელვისებურ ჭადრაკის დროის კონტროლი: 3 წუთს+2 წამი. ასპარეზობა გაიმართა შვეიცარული სისტემით 13 ტურად.
აღსანიშნავია, რომ ბელა ხოტენაშვილმა 13-დან 10 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!
ქართველთა საბოლოო შედეგები ელვისებურ ჭადრაკში:
- სოფიო გვეტაძე (13-დან 9 ქულა) მე-11 ადგილი;
- ნინო ბაციაშვილი (13-დან 8.5 ქულა) მე-14 ადგილი;
- ინგა ჭარხალაშვილი (13-დან 7.5 ქულა) 27-ე ადგილი;
- ლელა ჯავახიშვილი (13-დან 7.5 ქულა) 30-ე ადგილი;
- ინგა ხურცილავა (13-დან 7 ქულა) 42-ე ადგილი.
სწრაფ ჭადრაკში ტურნირი 13-14 იანვარს გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 15წუთს+10 წამი.