ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

12 იანვარს მონტე-კარლოში სტარტი აიღო ევროპის ქალთა ჩემპიონატმა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

საუკეთესო ტიტულისთვის ერთმანეთს 26 ევროპული ქვეყნის 118 მოჭადრაკე დაუპირისპირდება.

ასპარეზობაზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ:

  1. ბელა ხოტენაშვილი (2395);
  2. ლელა ჯავახიშვილი (2346);
  3. ნინო ბაციაშვილი (2318);
  4. ინგა ჭარხალაშვილი (2212);
  5. სოფიო გვეტაძე (2179);
  6. ინგა ხურცილავა (2157).

ელვისებურ ჭადრაკის დროის კონტროლი: 3 წუთს+2 წამი. ასპარეზობა გაიმართა შვეიცარული სისტემით 13 ტურად.

აღსანიშნავია, რომ ბელა ხოტენაშვილმა 13-დან 10 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

ქართველთა საბოლოო შედეგები ელვისებურ ჭადრაკში:

  • სოფიო გვეტაძე (13-დან 9 ქულა) მე-11 ადგილი;
  • ნინო ბაციაშვილი (13-დან 8.5 ქულა) მე-14 ადგილი;
  • ინგა ჭარხალაშვილი (13-დან 7.5 ქულა) 27-ე ადგილი;
  • ლელა ჯავახიშვილი (13-დან 7.5 ქულა) 30-ე ადგილი;
  • ინგა ხურცილავა (13-დან 7 ქულა) 42-ე ადგილი.

სწრაფ ჭადრაკში ტურნირი 13-14 იანვარს გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 15წუთს+10 წამი.