საქართველოს ჩემპიონატი – U20

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 18-27 იანვარს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი – U20 “კახი ჩიგოგიძის თასი” გაიმართება.

მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე

(სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115).
ხოლო, 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა 

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და ტურნირის საწევრო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/UFL1sqAFveXHyjdr6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 იანვარი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 30 ლარი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ტურნირის საწევრო შესატანის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
საბანკო საკომისიო მომსახურეობის თანხას იხდის გადამხდელი პირი.

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიო
    ჩემპიონატზე.
    ეროვნული წოდების და თანრიგის მინიჭება:
  • I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება
    (შესაბამისად ვაჟთა და ქალთა).
  • II – III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატობის
    კანდიდატის წოდება.
  • IV – X ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ I თანრიგი.
  • II თანრიგი მიენიჭებათ მოჭადრაკეებს, რომლებიც აიღებენ ქულათა 30% და მეტს.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი