5 – 7 დეკემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში – ”ნინო გურიელი თასი-2023” გაიმართება.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი;
- შოუ მატჩი.
სათამაშო წესები:
- დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
- ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 13 ტურად.
- დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
- ღია და ქალთა ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი;
- შოუ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზატორის მიერ მოწვეული სახელოვანი ქართველი მოჭადრაკეები.
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/zi5CLwTqKzmDqQgD7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 დეკემბერი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
ტურნირების განრიგი:
ტური | რიცხვი | დრო |
ჩამოსვლის დღე | 5 დეკემბერი | |
გახსნა / მისალმება | 6 დეკემბერი | 14:45 |
I – VII ტური | 6 დეკემბერი | 15:00 |
VIII – XIII ტური | 7 დეკემბერი | 15:00 |
დახურვა | 7 დეკემბერი | 17:30 |
გამარჯვებულების დაჯილდოება:
ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ნინო გურიელის სახელობის თასით, მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
საპრიზო ფონდი:
ღია და ქალთა ტურნირების ფულადი პრიზი – 6000 ლარი:
ტურნირი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
ღია ტურნირი | 1200 | 800 | 500 | 300 | 200 |
ქალთა ტურნირი | 1200 | 800 | 500 | 300 | 200 |
შოუ მატჩის ფულადი პრიზი – 2500 ლარი:
I ადგილი – 1500 ლარი, II ადგილი – 1000 ლარი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი