იტალიის ქალაქ მონტესილვანოში 13 ნოემბერს სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
ყოველი კატეგორია ჩატარდება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ასპარეზობაში ჩაერთვება მსოფლიოს 80 ქვეყნის 773 მოჭადრაკე. საქართველოს დელეგაციას 10 სპორტსმენი წარმოადგენს, მათ შორის კი 14 წლამდე გოგონათა შორის 3 აჭარის წარმომადგენელია.
14 წლამდე ასაკობრივი კატეგორია:
- კესარია მგელაძე (2065);
- ანასტასია კირთაძე (1921);
- მარიამ ცეცხლაძე (1911);
- ლულუ დიასამიძე (1676);
- ლუკა კილაძე (2145);
- ერეკლე ტაბატაძე (1925);
- გიორგი ჭანტურია (1668);
16 წლამდე იასპარეზებენ – მარიამ გვათუა (1701) და დავით ნემსაძე (2300)
18 წლამდე – აკაკი ყალიჩავა (2141)