14 ნოემბერს, სერბეთის საკურორტო ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანთა შორის გაიმართა.
ჩემპიონატი ოთხ დამოუკიდებელ კატეგორიაში — Open 50+, Women 50+, Open 65+ და Women 65+ — ჩატარდა.
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველივე სვლიდან.
შეჯიბრებაში 65 ქვეყნის 385 სპორტსმენი მონაწილეობდა. ხოლო საქართველოს სახელით ჩემპიონატში რვა მოჭადრაკე იასპარეზებდა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ სტურუამ Open 65+ კატეგორიაში 11-დან 8.5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

