მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

იტალიის ქალაქ მონტესილვანოში 13 ნოემბერს სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.

ყოველი კატეგორია ჩატარდება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ასპარეზობაში ჩაერთვება მსოფლიოს 80 ქვეყნის 773 მოჭადრაკე. საქართველოს დელეგაციას 10 სპორტსმენი წარმოადგენს, მათ შორის კი 14 წლამდე გოგონათა შორის 3 აჭარის წარმომადგენელია.

14 წლამდე ასაკობრივი კატეგორია:

  • კესარია მგელაძე (2065);
  • ანასტასია კირთაძე (1921);
  • მარიამ ცეცხლაძე (1911);
  • ლულუ დიასამიძე (1676);
  • ლუკა კილაძე (2145);
  • ერეკლე ტაბატაძე (1925);
  • გიორგი ჭანტურია (1668);

16 წლამდე იასპარეზებენ – მარიამ გვათუა (1701) და დავით ნემსაძე (2300)

18 წლამდე – აკაკი ყალიჩავა (2141)