მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში 11 ნოემბერს სტარტს აიღებს ვაჟთა შორის ევროპის რიგით XXIV გუნდური ჩემპიონატი და ქალთა შორის ევროპის რიგით XV გუნდური ჩემპიონატი.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება. ვაჟთა შორის 38 გუნდი მონაწილეობს, ქალთა შორის კი 32 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს.
საქართველოს ვაჟთა ნაკრები სასტარტო რეიტინგ-სიის 23-ე ნომერია.
გუნდის შემადგენლობა:
- ბაადურ ჯობავა (2568)
- მიხეილ მჭედლიშვილი (2564)
- ლუკა პაიჭაძე (2501)
- ნიკოლოზ კაჭარავა (2519)
- გიგა ყუფარაძე (2490)
გუნდის კაპიტანი – ლევან ფანცულაია
ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ-სიის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
- ბელა ხოტენაშვილი (2498)
- ნინო ბაციაშვილი (2487)
- მერი არაბიძე (2458)
- ლელა ჯავახიშვილი (2440)
- სალომე მელია (2354)
გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.
სხვადასხვა წლებში საქართველოს ქალთა ნაკრების მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგები:
I ადგილი – 1997 (მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია)
II ადგილი:
- 1992- ქეთევან არახამია, ნინო გურიელი, ქეთევან კახიანი;
- 2005 – მაია ჩიბურდანიძე, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე, ქეთევან არახამია;
- 2009 – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი;
- 2017 – ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია.
- 2019 – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია.
- 2021 – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, სოფიო გვეტაძე.
III ადგილი:
- 2011 – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია.
- 2015 – ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე.