ევროპის ვაჟთა და ქალთა გუნდური ჩემპიონატი

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში 11 ნოემბერს სტარტს აიღებს ვაჟთა შორის ევროპის რიგით XXIV გუნდური ჩემპიონატი და ქალთა შორის ევროპის რიგით XV გუნდური ჩემპიონატი.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება. ვაჟთა შორის 38 გუნდი მონაწილეობს, ქალთა შორის კი 32 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები სასტარტო რეიტინგ-სიის 23-ე ნომერია.

გუნდის შემადგენლობა:

  1. ბაადურ ჯობავა (2568)
  2. მიხეილ მჭედლიშვილი (2564)
  3. ლუკა პაიჭაძე (2501)
  4. ნიკოლოზ კაჭარავა (2519)
  5. გიგა ყუფარაძე (2490)

გუნდის კაპიტანი – ლევან ფანცულაია

ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ-სიის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

  1. ბელა ხოტენაშვილი (2498)
  2. ნინო ბაციაშვილი (2487)
  3. მერი არაბიძე (2458)
  4. ლელა ჯავახიშვილი (2440)
  5. სალომე მელია (2354)

გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.

სხვადასხვა წლებში საქართველოს ქალთა ნაკრების მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგები:

I ადგილი – 1997 (მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია)

II ადგილი:

  • 1992- ქეთევან არახამია, ნინო გურიელი, ქეთევან კახიანი;
  • 2005 – მაია ჩიბურდანიძე, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე, ქეთევან არახამია;
  • 2009 – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი;
  • 2017 – ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია.
  • 2019 – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია.
  • 2021 – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, სოფიო გვეტაძე.

III ადგილი:

  • 2011 – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია.
  • 2015 – ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე.