საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 29 სექტემბერს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში “ნინო ხურციძის თასი”-ის გათამაშება გაიმართა.
ასპარეზობა ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
I ადგილი 9-დან 6,5 ქულით 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა, სოფიკო ხუხაშვილმა დაიკავა .
II-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
- II ადგილი – ინგა ხურცილავა
- III ადგილი – ალექსანდრა ვახანია
- IV ადგილი – სოფიო გვეტაძე.
ტურნირის დახურვაზე გამარჯვებულები ნინო ხურციძის ვაჟმა, დავით მორჩიაშვილმა დააჯილდოვა.
ნინო ხურციძე(1975 – 2018) იყო მსოფლიო ჩემპიონი 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (1991), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (1993;1995), მსოფლიო ხუთი საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე (1998;2000;2002;2006;2012), მსოფლიოს სამი გუნდური ჩემპიონატის მონაწილე (2007;2011;2013), ევროპის შვიდი გუნდური ჩემპიონატის მონაწილე (1999;2003;2005;2007;2009;2011;2013);, პირად დაფაზე ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის გუნდური ჩემპიონატების სამივე სინჯის (ოქრო;ვერცხლი;ბრინჯაო) მფლობელი, ქალთა შორის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1989;1993;2005;2006;2013;), ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონი (1998), საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის, ევროპის საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი.