17 – 19 აპრილს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ამხანაგური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს მსოფლიოს ქალთა ნაკრები და ყაზახეთის ქალთა გუნდი დაუპირისპირდა.
ორივე სათამაშო დისციპლინაში შეჯიბრი მსოფლიოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა! სწრაფში ანგარიშით 34,5:29,5 გაიმარჯვეს, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 38,5:24,5!
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ნაკრების სახელით სათამაშოდ მიწვეული იყო ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
17 და 18 აპრილს მონაწილეები ერთმანეთს სწრაფ ჭადრაკში შეეჯიბრნენ, ხოლო 19 აპრილს ელვისებურ ჭადრაკში!
თითოეულ გუნდში 4 ქალი და 4 გოგონა (U20;U18;U16;U14) ასპარეზობდა.
მსოფლიოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:
კაპიტანი დანა რიეზნიცე-ოზოლა (ლატვია);
- ჰოუ იფანი (ჩინეთი; 2618)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო;2462)
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი; 2447)
- გუნაი მამადზადა (აზერბაიჯანი;2348);
- U20 ნურგიუ სალიმოვა (ბულგარეთი; 2347);
- U18 სავიტა შრი (ინდოეთი;2281);
- U16 ჟოკა გაალი (უნგრეთი; 2187);
- U14 აფრუზა ხამდანოვა (უზბეკეთი; 2135);
ყაზახეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:
კაპიტანი გულმირა დაულეტოვა;
- ჟანსაი აბდუმალიკი (2454);
- დინარა სადუკასოვა (2402);
- ბიბისარა ასუბაევა (2359);
- მერეტ კამალიდენოვა (2273);
- U20 ლია ხურმანგალიევა (2152);
- U18 ქსენია ბალაბაევა (2111);
- U16 ალუა ნურმანოვა (2193);
- U14 ზარინა ნურგალიევა (2070)