მსოფლიოს ქალთა ნაკრები ყაზახეთის ქალთა ნაკრების წინააღმდეგ

17 – 19 აპრილს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ამხანაგური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს მსოფლიოს ქალთა ნაკრები და ყაზახეთის ქალთა გუნდი დაუპირისპირდა.

ორივე სათამაშო დისციპლინაში შეჯიბრი მსოფლიოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა! სწრაფში ანგარიშით 34,5:29,5 გაიმარჯვეს, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 38,5:24,5!

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ნაკრების სახელით სათამაშოდ მიწვეული იყო ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

17 და 18 აპრილს მონაწილეები ერთმანეთს სწრაფ ჭადრაკში შეეჯიბრნენ, ხოლო 19 აპრილს ელვისებურ ჭადრაკში!

თითოეულ გუნდში 4 ქალი და 4 გოგონა (U20;U18;U16;U14) ასპარეზობდა.

მსოფლიოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:

კაპიტანი დანა რიეზნიცე-ოზოლა (ლატვია);

  • ჰოუ იფანი (ჩინეთი; 2618)
  • ნანა ძაგნიძე (საქართველო;2462)
  • ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი; 2447)
  • გუნაი მამადზადა (აზერბაიჯანი;2348);
  • U20 ნურგიუ სალიმოვა (ბულგარეთი; 2347);
  • U18 სავიტა შრი (ინდოეთი;2281);
  • U16 ჟოკა გაალი (უნგრეთი; 2187);
  • U14 აფრუზა ხამდანოვა (უზბეკეთი; 2135);

ყაზახეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:

კაპიტანი გულმირა დაულეტოვა;

  • ჟანსაი აბდუმალიკი (2454);
  • დინარა სადუკასოვა (2402);
  • ბიბისარა ასუბაევა (2359);
  • მერეტ კამალიდენოვა (2273);
  • U20 ლია ხურმანგალიევა (2152);
  • U18 ქსენია ბალაბაევა (2111);
  • U16 ალუა ნურმანოვა (2193);
  • U14 ზარინა ნურგალიევა (2070)