ბსუ-ს ეგიდით, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის და აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა ორგანიზებით, 12 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში სტუდენტთა შორის ბლიც-ტურნირი გაიმართა.
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 3 წუთს + 2 წამის დამატებით.
ტურნირის მთავარი მსაჯი იყო დიანა ქუთელია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყო 50 სტუდენტი.
გამარჯვებული სამეული:
- რეზო გოგიტიძე (7-დან 6.5 ქულით)
- თენგიზ დიდმანიძე (7-დან 6.5 ქულით)
- ემილი იბრაგიმოვი (7-დან 6 ქულით)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: