ბლიც-ტურნირი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბსუ-ს ეგიდით, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის და აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა ორგანიზებით, 12 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში სტუდენტთა შორის ბლიც-ტურნირი გაიმართა.

ღონისძიება შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 3 წუთს + 2 წამის დამატებით.

ტურნირის მთავარი მსაჯი იყო დიანა ქუთელია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყო 50 სტუდენტი.

გამარჯვებული სამეული:

  1. რეზო გოგიტიძე (7-დან 6.5 ქულით)
  2. თენგიზ დიდმანიძე (7-დან 6.5 ქულით)
  3. ემილი იბრაგიმოვი (7-დან 6 ქულით)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: