საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-5 აპრილს ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში, შოთა ინწკირველის მემორიალი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 8 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 12 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 16 წლამდე – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
დროის კონტროლი:
სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:
სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/tYjujK6AwQbqVBvN6
ელვისებურ ჭადრაკში – https://forms.gle/UWZVZomvZkzWmPHU6
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის შესაბამისი სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა:
სწრაფ ჭადრაკში – 2023 წლის 1 აპრილი 18:00 სათი.
ელვისებურ ჭადრაკში – 2023 წლის 3 აპრილი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 25 ლარი სწრაფ ჭადრაკში, 20 ლარი ელვისებურ ჭადრაკში.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
ტურნირის განრიგი:
სწრაფ ჭადრაკში:
ტური | რიცხვი | 12 წლამდე | 8 და 16 წლამდე |
ჩამოსვლის დღე | 2 აპრილი | ||
I ტურის კენჭისყრა | 2 აპრილი | 20:00 | 20:00 |
გახსნა | 3 აპრილი | 09:45 | 14:45 |
I ტური | 3 აპრილი | 10:00 | 15:00 |
II ტური | 3 აპრილი | 11:00 | 16:00 |
III ტური | 3 აპრილი | 12:00 | 17:00 |
IVტური | 3 აპრილი | 13:00 | 18:00 |
Vტური | 3 აპრილი | 14:00 | 19:00 |
VI ტური | 4 აპრილი | 10:00 | 15:00 |
VII ტური | 4 აპრილი | 11:00 | 16:00 |
VIII ტური | 4 აპრილი | 12:00 | 17:00 |
IX ტური | 4 აპრილი | 13:00 | 18:00 |
დახურვა | 5 აპრილი | 20:00 | 20:00 |
ელვისებურ ჭადრაკში:
ტური | რიცხვი | 12 წლამდე | 8 და 16 წლამდე |
I ტურის კენჭისყრა | 4 აპრილი | 20:00 | 20:00 |
გახსნა | 5 აპრილი | 09:45 | 14:45 |
I ტური | 5 აპრილი | 10:00 | 15:00 |
II ტური | 5 აპრილი | 10:30 | 15:30 |
III ტური | 5 აპრილი | 11:00 | 16:00 |
IVტური | 5 აპრილი | 11:30 | 16:30 |
Vტური | 5 აპრილი | 12:00 | 17:00 |
VI ტური | 5 აპრილი | 12:30 | 17:30 |
VII ტური | 5 აპრილი | 13:00 | 18:00 |
VIII ტური | 5 აპრილი | 13:30 | 18:30 |
IX ტური | 5 აპრილი | 14:00 | 19:00 |
დახურვა | 5 აპრილი | 20:00 | 20:00 |
გამარჯვებულები:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით . II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე.
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები განთავისუფლდებიან სარეგისტრაციო და სატურნირო შესატანებისგან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი