3-14 მარტს, ვრნიაჩკა-ბანიაში (სერბეთი) ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი – 40 სვლაზე, შემდგომ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით (პირველი სვლიდან).
ღონისძიებაში პირელობისთვის 40 ევროპული ფედერაციის 490-ზე მეტი მოთამაშე იბრძოდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 48 სპორტსმენი 2600+ რეიტინგით, 128 დიდოსტატი, 105 საერთაშორისო ოსტატი და სულ 379 ტიტულოვანი მოთამაშე. ტურნირში საქართველოდან ჩართული იყო 6 სპორტსმენი.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ კაჭარავამ საერთაშორისო დიდოსტატის (GM) მესამე ნორმა შეასრულა და უმაღლეს საჭადრაკო წოდებას მას უახლოეს ფიდეს საბჭოზე მიანიჭებენ!
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატზე I-XIII ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა FIDE-ს 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის საგზურები მოიპოვეს.
გამარჯვებული სამეული :
- ალექსეი სარანა (ფიდე) 8.5 ქულა
- კირილ შევჩენკო (რუმინეთი) 8.5 ქულა
- დანიელ დარდჰა (ბელგია) 8.5 ქულა
საპრიზო ფონდი: