ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი 2023

3-14 მარტს, ვრნიაჩკა-ბანიაში (სერბეთი) ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად ჩატარდა.   დროის კონტროლი: 90 წუთი – 40 სვლაზე, შემდგომ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით (პირველი სვლიდან).

ღონისძიებაში პირელობისთვის 40 ევროპული ფედერაციის 490-ზე მეტი მოთამაშე იბრძოდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 48 სპორტსმენი 2600+ რეიტინგით, 128 დიდოსტატი, 105 საერთაშორისო ოსტატი და სულ 379 ტიტულოვანი მოთამაშე. ტურნირში საქართველოდან ჩართული იყო 6 სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ კაჭარავამ  საერთაშორისო დიდოსტატის (GM) მესამე ნორმა შეასრულა და უმაღლეს საჭადრაკო წოდებას მას უახლოეს ფიდეს საბჭოზე მიანიჭებენ!

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატზე I-XIII ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა FIDE-ს 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის საგზურები მოიპოვეს.

გამარჯვებული სამეული :

  1. ალექსეი სარანა (ფიდე) 8.5 ქულა
  2. კირილ შევჩენკო (რუმინეთი) 8.5 ქულა
  3. დანიელ დარდჰა (ბელგია) 8.5 ქულა

საპრიზო ფონდი: