საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-10 მარტს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი U8;U10; U12; აღმოსავლეთ ზონის პირველი ლიგა გაიმართება.
მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 8 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
- 10 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
- 12 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –https://forms.gle/WhJvp8ZUeav3V6E8A
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 მარტი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 25 ლარი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE38TB7313936080100011. საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 5 მარტი | |
I ტურის კენჭისყრა | 6 მარტი | 11:00 |
გახსნა | 11:45 | |
I ტური | 12:00 | |
II ტური | 7 მარტი | 12:00 |
III ტური | 15:00 | |
IV ტური | 8 მარტი | 12:00 |
V ტური | 9 მარტი | 12:00 |
VI ტური | 15:00 | |
VII ტური | 10 მარტი | 12:00 |
დახურვა | 10 მარტი | 15:00 |
გამარჯვებულები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- თითოეულ ტურნირში I–V ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურებს.
I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:
8 წლამდე – III თანრიგი, 10 წლამდე – II თანრიგი, 12 წლამდე – I თანრიგი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.