საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 10-17 მარტს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი კაცთა და ქალთა შორის.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი.
სათამაშო წესები:
დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ქალთა ტურნირში 10-ზე ნაკლები მონაწილის შემთხვევაში კაცთა და ქალთა ტურნირები გაერთიანდება. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
მონაწილენი და რეგისტრაცია:
- ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
- ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 1974 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ კაცებს და ქალებს.
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/hyNLN2Q1V6jbkr4i8
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ პირადობის მოწმობის ასლი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 9 მარტი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 10 მარტი | |
I ტურის კენჭისყრა | 11 მარტი | 12:00 |
გახსნა | 14:45 | |
I ტური | 15:00 | |
II ტური | 12 მარტი | 15:00 |
III ტური | 13 მარტი | 15:00 |
IV ტური | 14 მარტი | 15:00 |
V ტური | 15 მარტი | 15:00 |
VI ტური | 16 მარტი | 15:00 |
VII ტური | 17 მარტი | 15:00 |
დახურვა | 17 მარტი | 18:00 |
პრიზები: საპრიზო ფონდია 3000 ლარი.
ადგილი | ღია | ქალები |
1 | 800 | 600 |
2 | 600 | 400 |
3 | 400 | 200 |
კაცთა და ქალთა ტურნირების გაერთიანების შემთხვევაში, თუ ქალი მოიპოვებს 2 პრიზს, როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის, მაშინ მას აქვს ორივე პრიზის აღების უფლება.
დაჯილდოება:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი