საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3-13 იანვარს, ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა იმართება.

ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის, სადაც ითვლება ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

შედეგები III ტურის შემდეგ:

III ტურის შედეგად ტურნის 2.5 ქულით ლიდერობს საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე.

გამარჯვებულთა დაჯილდოება:

  • 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2023 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე;
  • 1-3  ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვებიან 2024 წლის საქართველოს ვაჟთა  83-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
  • 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;
  • 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
  • 1-8 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

საპრიზო ფონდი: 30 000 ლარი.

ადგ.პრიზი
110 000 ლარი
27 500 ლარი
35 000 ლარი
43 000 ლარი
52 000 ლარი
61 200 ლარი
7800 ლარი
8500 ლარი