საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-22 დეკემბერს ქ.თბილისის, ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის და საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატის I ლიგა გაიმართა.
ტურნირები ჩატარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად, ითვლებოდა ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
აჭარიდან ღონისძებაში 5 სპორტსმენი მონაწილეობდა:
- გაიოზ ნიგალიძე (GEO 82 Ch (I League))
- კესარია მგელაძე (GEO 82 Ch (I League))
- მარიამ ცეცხლაძე (GEO Women 80 Ch (I League)
- მარიამ კალანდაძე (GEO Women 80 Ch (I League)
- ლულუ დიასამიძე (GEO Women 80 Ch (I League)