იტალიის ქ. ასსისში, 14-დან 27 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატი გაიმართება.
ტურნირი მოიცავს 4 კატეგორიას: Open 50+; Women 50+; Open 65+; Women 65+. ყოველი კატეგორია გაიმართება შვეიცარული სისტემით, 11 ტურად. დროის კონტროლით: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში 341 მონაწილეა, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ასპარეზობენ: ნონა გაფრინდაშვილი (Women 65+), ზურაბ სტურუა (Open 50+) და სოფიკო ტერელაძე (Women 50+).