საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფოთის საჭადრაკო კლუბი ″ნანა″-ს ორგანიზებით, 16-24 ივლისს, ფოთის XV საერთაშორისო ტურნირი – ნანა ალექსანდრიას თასი გაიმართა.
ფესტივალის ტურნირები შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: A ღია ტურნირში – 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. B, C და D ღია ტურნირებში და ასაკობრივ ტურნირებში 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
A კატეგორია საერთაშორისო დიდოსტატ დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
ფესტივალში აჭარიდან 9 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას:
- კესარია მგელაძე Open B (4 ქულა)
- ლულუ დიასამიძე Open B (3 ქულა)
- მარიამ ცეცხლაძე Open B (1.5 ქულა)
- მარიამ კალანდაძე Open C (3 ქულა)
- დემეტრე გოგიაშვილი Open C (2.5 ქულა)
- თიკო ბერაია Open D (5 ქულა)
- შოთა ცეცხლაძე Open D (5 ქულა)
- შოთა დოლიძე 10 წლამდე ჭაბუკთა შორის (6 ქულა)
- ანეტა ქედელიძე 10 წლამდე გოგონათა შორის (5.5 ქულა)