”ნანა ალექსანდრიას თასი-2022” დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფოთის საჭადრაკო კლუბი ″ნანა″-ს ორგანიზებით, 16-24 ივლისს, ფოთის XV საერთაშორისო ტურნირი – ნანა ალექსანდრიას თასი გაიმართა.

ფესტივალის ტურნირები შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი:  A ღია ტურნირში – 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. B, C და D ღია ტურნირებში და ასაკობრივ ტურნირებში 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

A კატეგორია საერთაშორისო დიდოსტატ დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

ფესტივალში აჭარიდან 9 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას:

  • კესარია მგელაძე Open B (4 ქულა)
  • ლულუ დიასამიძე Open B (3 ქულა)
  • მარიამ ცეცხლაძე Open B (1.5 ქულა)
  • მარიამ კალანდაძე Open C (3 ქულა)
  • დემეტრე გოგიაშვილი Open C (2.5 ქულა)
  • თიკო ბერაია Open D (5 ქულა)
  • შოთა ცეცხლაძე Open D (5 ქულა)
  • შოთა დოლიძე 10 წლამდე ჭაბუკთა შორის (6 ქულა)
  •  ანეტა ქედელიძე 10 წლამდე გოგონათა შორის (5.5 ქულა)