საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-14 მაისს, საქართველოს ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ტურნირები ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
აჭარიდან მონაწილეობდა 7 მოჭადრაკე:
- ანეტა ქედელიძე (7.5 ქულა) U10
- მარიამ ცეცხლაძე (6.5 ქულა) U16
- ლულუ დიასამიძე (5 ქულა) U16
- შოთა დოლიძე (5 ქულა) U10
- მარიამ კალანდაძე (4.5 ქულა) U16
- გიორგი ჭანტურია (4.5 ქულა) U16
- რატი დიასამიძე (4 ქულა) U10
10 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი ანეტა ქედელიძე 9-დან 7.5 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე
16 წლამდე გოგონათა შორის მარიამ ცეცხლაძემ II-IV ადგილები გაიყო, კოეფიცინეტით კი IV ადგილი ერგო წილად.