ბათუმელი ანეტა ქედელიძე 10 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-14 მაისს, საქართველოს ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირები ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

აჭარიდან მონაწილეობდა 7 მოჭადრაკე:

  • ანეტა ქედელიძე (7.5 ქულა) U10
  • მარიამ ცეცხლაძე (6.5 ქულა) U16
  • ლულუ დიასამიძე (5 ქულა) U16
  • შოთა დოლიძე (5 ქულა) U10
  • მარიამ კალანდაძე (4.5 ქულა) U16
  • გიორგი ჭანტურია (4.5 ქულა) U16
  • რატი დიასამიძე (4 ქულა) U10

10 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი ანეტა ქედელიძე 9-დან 7.5 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე

16 წლამდე გოგონათა შორის მარიამ ცეცხლაძემ II-IV ადგილები გაიყო, კოეფიცინეტით კი IV ადგილი ერგო წილად.