ფოთის XV საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას თასი – 2022

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფოთის საჭადრაკო კლუბი ′′ნანა′′-ს ორგანიზებით, 15-24 ივლისს, ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გაიმართება ფოთის XV საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი.

ფესტივალში მონაწილეობა:

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აუცილებელია – ასაკობრივ ტურნირებში დაბადების მოწმობის, ხოლო ღია ტურნირებში პირადობის მოწმობის წარმოდგენა.

ფესტივალის ტურნირები და ღონისძიებები:

  • A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1801 და მეტი, ასევე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები);
  • B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2100 და ნაკლები);
  • C ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1800 და ნაკლები);
  • D ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1400 და ნაკლები);
  • Ι ბლიც ტურნირი;
  • ΙΙ ბლიც ტურნირი;
  • 10 წლის ჭაბუკთა შორის (2012 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
  • 10 წლის გოგონათა შორის (2012 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
  • 8 წლის ჭაბუკთა შორის (2014 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
  • 8 წლის გოგონათა შორის (2014 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);

ფესტივალის სათამაშო წესები:

დროის კონტროლი: A ღია ტურნირში – 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

B, C და D ღია ტურნირებში და ასაკობრივ ტურნირებში 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;

ფესტივალის ტურნირები გაიმართება შვეიცარული სისტემით 9 ტურად;

საწევრო შესატანი:

საქართველოს მოქმედი ჩემპიონები 8 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის განთავისუფლებულნი არიან საწევრო შესატანისგან.

საწევრო ასაკობრივ ტურნირებში – 50 ლარი.

საწევრო B, C და D ღია ტურნირებში – 80 ლარი.

საწევრო ბლიც ტურნირებში – 25 ლარი.

საწევრო შენატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს ფოთის საჭადრაკო კლუბის შემდეგ ანგარიშზე:

ა(ა)იპ ′′ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი ნანა′′.
საინდ. კოდი: 415099379
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში.
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი: TRESGE22. სახაზინო კოდი: 750177499

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები
განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების
შესაბამისად.

ტურნირის დირექტორი: ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
საკონტაქტო ტელეფონები: 593-399-264, 593-600-911
E-mail:
www.chesspoti.ge
https://www.facebook.com/AleksandriaCup2022