საქართველოს ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-14 მაისის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 10 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 16 წლამდე – 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/W1Me6v1yBDJoUQd79 

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ :

  1. დაბადების მოწმობის ასლი;
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 მაისი 18:00 საათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –  მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის დღე5 მაისი 
I ტურის კენჭისყრა5 მაისი20:00
გახსნა6 მაისი15:00
I ტური6 მაისი15:00
II ტური7 მაისი15:00
III ტური8 მაისი15:00
IVტური9 მაისი15:00
Vტური10 მაისი15:00
VI ტური11 მაისი15:00
VII ტური12 მაისი15:00
VIII ტური13 მაისი15:00
IX ტური14 მაისი15:00
დახურვა14 მაისი19:00

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
  • II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, პირველ და მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

2022 წლის 8-18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

  • I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;
  • II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ორგანიზატორს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები დებულებაში და ღონისძიება ჩაატაროს ონლაინში.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი