საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 24 – 31 მარტს , ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში – U2200, U1800, U1400.
ტურნირები იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
აჭარიდან სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში მონაწილეობს 7 მოჭადრაკე:
- თენგიზ დიდმანიძე (U2200)
- ლულუ დიასამიძე (U2200)
- ნატა ჯიბუტი (U1800)
- გოგა ლორთქიფანიძე (U1800)
- მარიამ კალანდაძე (U1800)
- გიორგი ჭანტურია (U1400)
- ანეტა ქედელიძე (U1400)