სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატებმა სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 24 – 31 მარტს ,  ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს  ჩემპიონატი სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში – U2200, U1800, U1400.

ტურნირები იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

აჭარიდან სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში მონაწილეობს 7 მოჭადრაკე:

  • თენგიზ დიდმანიძე (U2200)
  • ლულუ დიასამიძე (U2200)
  • ნატა ჯიბუტი (U1800)
  • გოგა ლორთქიფანიძე (U1800)
  • მარიამ კალანდაძე (U1800)
  • გიორგი ჭანტურია (U1400)
  • ანეტა ქედელიძე (U1400)