საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-17 მარტს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართა 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
სუპერფინალის თითოეული ტურნირი ჩატრდა წრიული სისტემით, 6 მონაწილეს შორის.
დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
აჭარიდან 13 წლამდე კატეგორიაში 4 მოჭადრაკე მონაწილეობდა: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე, მარიამ კალანდაძე და ლულუ დიასამიძე. აღსანიშნავია, რომ კესარია მგელაძემ და მარიამ ცეცხლაძემ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს!
საბოლოო შედეგები: