საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3-10 ნოემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის “ბუხუტი გურგენიძის თასი-2021” გაიმართება.
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 8 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
- 8 წლამდე გოგონათა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
- 10 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
- 10 წლამდე გოგონათა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
- 12 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
- 12 წლამდე გოგონათა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/rjPah8CFg1uswq1N8
სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 3 ნოემბრის 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | გოგონები-8,10,12 წ.წ. | ჭაბუკები-8,10,12 წ.წ. |
რეგისტრაცია | 3 ნოემბერი | ||
გახსნა | 4 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
I ტური | 4 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
II ტური | 5 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
III ტური | 6 ნოემბერი | 12:00 | 14:00 |
IVტური | 7 ნოემბერი | 12:00 | 14:00 |
Vტური | 8 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
VI ტური | 9 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
VII ტური და დახურვა | 10 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
პრიზები: საპრიზო ფონდია – 1800 ლარი
ჭაბუკები-8 წ. | გოგონები-8 წ. | ჭაბუკები-10 წ. | გოგონები-10 წ. | ჭაბუკები-12 წ. | გოგონები-12 წ. | |
1 | 150 | 150 | 150 | 150 | 150 | 150 |
2 | 100 | 100 | 100 | 100 | 100 | 100 |
3 | 50 | 50 | 50 | 50 | 50 | 50 |
ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
დაჯილდოვება:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.
კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.