ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში დასრულდა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. ტურნირის გამარჯვებული დიდოსტატი ანტონ დემჩენკო გახდა!
ჩემპიონატიდან 23 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობას მიიღებს FIDE -ს მსოფლიო თასზე. აღსანიშნავია, რომ XIV ადგილზე გავიდა და საგზურის ერთ-ერთი მფლობელი გახდა ქართველი ლუკა პაიჭაძეც!
ღონისძიებაში საქართველოდან მონაწილეობდნენ:
- ლუკა პაიჭაძე 11-დან 7.5 ქულა
- ლევან ფანცულაია 11-დან 7 ქულა
- გიგა ყუფარაძე 11-დან 7 ქულა
- ნიკოლოზ კაჭარავა 11-დან 6 ქულა
ასევე აღსანიშნავია ნიკოლოზ კაჭარავას წარმატებული თამაში, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა.