ლუკა პაიჭაძე მსოფლიო თასის საგზურის მფლობელია!

ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში დასრულდა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. ტურნირის გამარჯვებული დიდოსტატი ანტონ დემჩენკო გახდა!

ჩემპიონატიდან 23 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობას მიიღებს FIDE -ს მსოფლიო თასზე. აღსანიშნავია, რომ XIV ადგილზე გავიდა და საგზურის ერთ-ერთი მფლობელი გახდა ქართველი ლუკა პაიჭაძეც!

ღონისძიებაში საქართველოდან მონაწილეობდნენ:

  1. ლუკა პაიჭაძე 11-დან 7.5 ქულა
  2. ლევან ფანცულაია 11-დან 7 ქულა
  3. გიგა ყუფარაძე 11-დან 7 ქულა
  4. ნიკოლოზ კაჭარავა 11-დან 6 ქულა

ასევე აღსანიშნავია ნიკოლოზ კაჭარავას წარმატებული თამაში, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა.