საერთაშორისო ტურნირი ”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2021”

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12–16 სექტემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2021.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 8 ტურად. დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • 2021 წლის საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
  •  სტანდარტულ ჭადრაკში 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 6 საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, გარდა უმაღლესი ლიგის მონაწილეებისა. ვაკანტური ადგილები შეივსება მომდევნო საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით.

ქალთა ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • 2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
  • სტანდარტულ ჭადრაკში 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 6 საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, გარდა უმაღლესი ლიგის მონაწილეებისა. ვაკანტური ადგილები შეივსება მომდევნო საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით;

ღია და ქალთა ტურნირებში დაიშვებიან 16 და 18 წლამდე 2021 წლის საქართველოს ჩემპიონები; ასევე, ტურნირებში მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენელი მოჭადრაკეები;

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის დღე12 სექტემბერი 
გახსნა13 სექტემბერი13:30
I     ტური13 სექტემბერი14:00
II    ტური13 სექტემბერი16:30
III   ტური14 სექტემბერი14:00
IV   ტური14 სექტემბერი16:30
V    ტური15 სექტემბერი14:00
VI   ტური15 სექტემბერი16:30
VII   ტური16 სექტემბერი14:00
VIII  ტური16 სექტემბერი16:30
დახურვა16 სექტემბერი19:00

დაჯილდოება:

ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი  პრიზებით;

II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;

საპრიზო ფონდი:

ძირითადი პრიზი – 32 650 ლარი

ტურნირიკატეგორია12345678
ღია ტურნირიღია       500035002500200015001200900700
20 წლამდე (2001.01.01)    600       
ქალთა ტურნირიქალები40003000230016001200900700500
20 წლამდე (2001.01.01)550

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი