საერთაშორისო საჭადრაკო ონლაინ პლატფორმაზე tornelo.com 1 –დან 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს ფიდეს ონლაინ თასის გათამაშება 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან (რომელიც იმართებოდა 20 აგვისტომდე), საუკეთესო ათეული გავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 26-31 აგვისტოს ოლიმპიური სისტემით 16 მონაწილეს შორის (ფინალში პირდაპირ იყო დაშვებული 6 მონაწილე მსოფლიოს რეიტინგ მაჩვენებლით, 2-7 ნომრები). დროის კონტროლი: 15 წუთი + 10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
მიმდინარე წელს პირველად ონლაინ სივრცეში, ფიდემ ახალგზარდებს შესთავაზა მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშების საინტერესო სისტემა. მსოფლიო თასის ყველა ასასკობრივი კატეგორიიდან საპრიზო სამეულში გასული სპორტსმენები მოიპოვებენ სუპერფინალის საგზურს, 4-8 ადგილზე გასულები და 9-16 ადგილებს შორის საუკეთესო რეიტინგის მქონე 1 სპორტსმენი კი მოიპოვებენ გრან-პრის საგზურს, რომლიდანაც 2 საუკეთესო სპორტსმენს ისევ ეძველა შანსი სუპერფინალში მოხვედრისა, სადა ასევე 1 ნომინაცია აქვს მსოფლიოს მაშტაბით საუკეთესო რეიტინგის მქონე სპორტსმენს. სუპერფინალის საპრიზო ფონდია 30 000 ევრო. გრან-პრის ეტაპები გაიმართება ნოემბერში, სუპერფინალი კი დეკემბერში. ამ ორიგინალური იდეის შემქმნელი და მამოძრავებელი ფიგურაა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი.
აჭარიდან მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას ღებულობდა 4 სპორტსმენი: მარიამ ცეცხლაძე, კესარია მგელაძე (10-დან 7 ქულა), ლულუ დიასამიძე (10-დან 5.5 ქულა) და გიორგი გოგიაშვილი (10-დან 4 ქულა). ყველანი ასპარეზობდნენ 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.
მარიამ ცეცხლაძემ 10-დან 8 ქულით IX ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა! აღსანიშნავია, რომ ეს კატეგორია ქართველმა მოჭადრაკემ ანასტასია კირთაძემ მოიგო.
სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებიდან ქართველი ფინალისტები არიან:
ჭიჭინაძე ანასტასია – ქუთაისი (10 წლ.)
კირთაძე ანასტასია – ქუთაისი (12 წლ.)
ხვადაგიანი ქრისტინე – ქუთაისი (12 წლ.)
ცეცხლაძე მარიამი – ქობულეთი (12 წლ.)
ლომაია დიანა – ფოთი (16 წლ.)
ესაძე თამარი – ქუთაისი (18 წლ.)
აჭარის ჭადრაკის ფედერაციასა და კოლეჯ ”ახალი ტალღა-ს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ქობულეთში ჭადრაკი ახალ საფეხურზე ადის. აღსანიშნავია, რომ მარიამ ცეცხლაძისთვის სატურნირო პირობები კოლეჯში შეიქმნა.