რუმინეთის ქალაქ იასში, 9-20 აგვისტოს, ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა. ასპარეზობა მიმდინარეობდა შვეიცარული სისტემით 11 ტურად.
ღონისძიების გამარჯვებული 11-დან 9 ქულით სომეხი ელინა დანიელიანი გახდა!
აღსანიშნავია, რომ ათმა საუკეთესო მოჭადრაკემ მსოფლიოს თასის გათამაშების საგზური მოიპოვა, მათ შორის კი 2 საქართველოს წარმომადგენელია – ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე.
საქართველოს წარმომადგენელთა ტექნიკური შედეგები:
- ბელა ხოტენაშვილი 11-დან 7.5 ქულა
- მერი არაბიძე 11-დან 7.5 ქულა
- ნინო ბაციაშვილი 11-დან 7 ქულა
- ლელა ჯავახიშვილი 11-დან 7 ქულა
- ნია დონღვანი 11-დან 5 ქულა