ევროპის ქალთა ჩემპიონატი ელინა დანიელიანის გამარჯვებით დასრულდა!

რუმინეთის ქალაქ იასში, 9-20 აგვისტოს, ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა. ასპარეზობა მიმდინარეობდა შვეიცარული სისტემით 11 ტურად.

ღონისძიების გამარჯვებული 11-დან 9 ქულით სომეხი ელინა დანიელიანი გახდა!

აღსანიშნავია, რომ ათმა საუკეთესო მოჭადრაკემ მსოფლიოს თასის გათამაშების საგზური მოიპოვა, მათ შორის კი 2 საქართველოს წარმომადგენელია – ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე.

საქართველოს წარმომადგენელთა ტექნიკური შედეგები:

  • ბელა ხოტენაშვილი 11-დან 7.5 ქულა
  • მერი არაბიძე 11-დან 7.5 ქულა
  • ნინო ბაციაშვილი 11-დან 7 ქულა
  • ლელა ჯავახიშვილი 11-დან 7 ქულა
  • ნია დონღვანი 11-დან 5 ქულა