16-27 სექტემბერს, სამარყანდში მიმდინარეობდა 46-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამი თითოეულ სვლაზე პირველი სვლიდან.
ოლიმპიადა ორ სექციად — Open და ქალთა კატეგორიაში გაიმართა. თითოეული ეროვნული გუნდი ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგან იყო დაკომპლექტებული.
ოლიმპიადაზე ღია კატეგორიაში 206 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო ქალთა შორის 188 გუნდი.
საბოლოო ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა:
ქალთა ნაკრები
I ადგილი — ჩინეთი — 20 ქულა
II ადგილი — ყაზახეთი — 18 ქულა
III ადგილი — ინდოეთი — 17 ქულა
VIII ადგილი — საქართველო — 16 ქულა
ვაჟთა ნაკრები
I ადგილი — უზბეკეთი — 20 ქულა
II ადგილი — ინდოეთი — 18 ქულა
III ადგილი — გერმანია — 18 ქულა
XXVIII ადგილი — საქართველო — 14 ქულა
აღსანიშნავია, რომ ბელა ხოტენაშვილმა 9 პარტიიდან 7 ქულა დააგროვა და მესამე დაფაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!
ქართველ მოჭადრაკეთა ინდივიდუალური შედეგები
ქალები:
| გვარი, სახელი | პარტიათა რაოდენობა | ქულა |
| ძაგნიძე ნანა | 10 | 5 |
| ბაციაშვილი ნინო | 9 | 6 |
| ხოტენაშვილი ბელა | 9 | 7 |
| ჯავახიშვილი ლელა | 8 | 5 |
| არაბიძე მერი | 8 | 5.5 |
გუნდის კაპიტანი – სალომე მელია
ვაჟები:
| გვარი, სახელი | პარტიათა რაოდენობა | ქულა |
| მჭედლიშვილი მიხეილი | 10 | 5.5 |
| კაჭარავა ნიკოლოზი | 10 | 6 |
| ჯობავა ბაადურ | 8 | 5 |
| ფანცულაია ლევანი | 7 | 5 |
| პაიჭაძე ლუკა | 9 | 6.5 |
გუნდის კაპიტანი – ზურაბ სტურუა

