12 ივლისიდან რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარეობდა მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა და ვაჟთა შორის. ქალთა ფინალურ მატჩში ასპარეზობდნენ ალექსანდრა კოსტენიუკი და ალექსანდრა გორიაჩკინა, რომელიც ექს-ჩემპიონის ალექსანდრა კოსტენიუკის გამარჯვებით დასრულდა!
ქალთა შორის საქართველოდან მონაწილეობდნენ:
ნანა ძაგნიძე, რომელმაც მეოთხედ ფინალამდე შეძლო გსვლა, იქ კი დაძაბულ ორთაბრძოლაში ანა მუზიჩუკმა სძლია;
ნინო ბაციაშვილი, რომელიც თამაშს 1/8 ფინალში გამოეთიშა ვალენტინა გუნინასთან ორთაბრძოლაში;
ბელა ხოტენაშვილი – თამაშს 1/16 ფინალში გამოეთიშა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ბიბისარა ასუბაევა იყო;
ლელა ჯავახიშვილი – თამაშს 1/32 ფინალში გამოეთიშა, სადაც გულნარა მამედოვას ებრძოდა.
ვაჟთა შორის ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ნახევრფინალში ასპარეზობდნენ: მაგნუს კარლსენი, ვლადიმირ ფედოსეევი, სერგეი კარიაკინი და დუდა იან-კშიშტოფი, რომელმაც მაგნუს კარლსენს სძლია და ფინალურ მატჩში გადავიდა სერგეი კარიაკინთან ერთად, სადაც მორიგი გამარჯვება იზეიმა და მსოფლიო თასის გამარჯვებულიც გახდა!
დუდა იან-კშიშტოფი, მსოფლიო თასის გამარჯვებული!
ვაჟთა შორის საქართველოდან მონაწილობდნენ: ბაადრურ ჯობავა, ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძე. ბაადრურ ჯობავამ მხოლოდ 1/64 ფინალში შეძლო გასვლა, ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძე კი 1/128 ფინალში გამოეთიშნენ თამაშს.