მსოფლიო თასის გათამაშება ალექსანდრა კოსტენიუკის და დუდა იან-კშიშტოფის გამარჯვებით დასრულდა!

12 ივლისიდან რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარეობდა მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა და ვაჟთა შორის. ქალთა ფინალურ მატჩში ასპარეზობდნენ ალექსანდრა კოსტენიუკი და ალექსანდრა გორიაჩკინა, რომელიც ექს-ჩემპიონის ალექსანდრა კოსტენიუკის გამარჯვებით დასრულდა!

ქალთა შორის საქართველოდან მონაწილეობდნენ:

ნანა ძაგნიძე, რომელმაც მეოთხედ ფინალამდე შეძლო გსვლა, იქ კი დაძაბულ ორთაბრძოლაში ანა მუზიჩუკმა სძლია;

ნინო ბაციაშვილი, რომელიც თამაშს 1/8 ფინალში გამოეთიშა ვალენტინა გუნინასთან ორთაბრძოლაში;

ბელა ხოტენაშვილი – თამაშს 1/16 ფინალში გამოეთიშა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ბიბისარა ასუბაევა იყო;

ლელა ჯავახიშვილი – თამაშს 1/32 ფინალში გამოეთიშა, სადაც გულნარა მამედოვას ებრძოდა.

ვაჟთა შორის ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ნახევრფინალში ასპარეზობდნენ: მაგნუს კარლსენი, ვლადიმირ ფედოსეევი, სერგეი კარიაკინი და დუდა იან-კშიშტოფი, რომელმაც მაგნუს კარლსენს სძლია და ფინალურ მატჩში გადავიდა სერგეი კარიაკინთან ერთად, სადაც მორიგი გამარჯვება იზეიმა და მსოფლიო თასის გამარჯვებულიც გახდა!

დუდა იან-კშიშტოფი, მსოფლიო თასის გამარჯვებული!

ვაჟთა შორის საქართველოდა მონაწილობდნენ: ბაადრურ ჯობავა, ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძე. ბაადრურ ჯობავამ მხოლოდ 1/64 ფინალში შეძლო გასვლა, ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძე კი 1/128 ფინალში გამოეთიშნენ თამაშს.