12 ივლისიდან რუსეთის ქალაქ სოჭში სტარტი აიღო მსოფლიოს თასის გათამაშებამ ქალთა და ვაჟთა შორის.
საქართველოს სახელით ასპარეზობს 7 მოჭადრაკე:
- ნანა ძაგნიძე
- ლელა ჯავახიშვილი
- ნინო ბაციაშვილი
- ბელა ხოტენაშვილი
- ბაადურ ჯობავა
- ლუკა პაიჭაძე
- ლევან ფანცულაია
ვაჟთა შორის მსოფლიოს თასის გათამაშებაში 206 მოთამაშე ასპარეზობს, მათ შორისაა მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი! ხოლო ქალთა შორის 103 მონაწილეა.
ვაჟთა შორის ორი საუკეთესო მოთამაშე 8 კაციან კანდიდატთა ტურნირის საგზურს მოიპოვებს, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს მაგნუს კარლსენს შეხვდება. ქალთა მსოფლიოს თასის სამი საუკეთესო მონაწილე კი პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს მოიპოვებს.